ფოტო მიხეილ სააკაშვილთან - "ოცნების" მერობის კანდიდატ ჩიქოვანს საარჩევნო უბანზე წარსული შეახსენეს

გამოქვეყნდა:

მიშას თავისუფლებისთვის -აქცია პერფორმანსი ბათუმში 52-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმა მისცა ბათუმის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" არჩილ ჩიქოვანმა.

სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა არჩილ ჩიქოვანს დახვდა. მას მაისური ეცვა წარწერით - თავისუფლება მიშას!

აქტივისტს მიტანილი ჰქონდა ფოტოსურათი, რომელზეც არჩილ ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ  "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩილ ჩიქოვანი აჭარის სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა და ფოტოც სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული. 

მილორავამ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს ავტოგრაფი სთხოვა, თუმცა ჩიქოვანმა პერფორმანსს "ბნელი ძალების, ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა და ავტოგრაფზე უარი განაცხადა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი