პრაქტიკულად ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებას, ამას ახორციელებენ კომისიის თავმჯდომარეები და წევრები, უბნების გარშემო მოქმედებენ "ქართული ოცნების" ე.წ. ზონდერი დამკვირვებლები - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
ბეჟაშვილმა კონკრეტულ უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.
"სამგორის 75-ე უბანზე პირველი ტურის ბიულეტენები აღმოჩნდა, გვაქვს საჩივრები და ვიდეომტკიცებულება
სამგორის 42-ე უბანზე დილის 06: 40 საათზე პოლიციამ უბანი გააღო და შიგნით გაურკვეველი 5 პირი იმყოფებოდა. მოვუწოდებ გენ. ინსპექციას მოახდინოს რეაგირება.
ვაკის 60-ე უბანზე ოლქის თავმჯდომარის, თამაზ ფოლადაშვილის დავალებით, გუშინ ღამის პირველ საათზე გადასატანი ყუთის სიას 15 ამომრჩეველი დაემატა.
სამგორის 64-ე უბანზე ერთიან სიებში მიწერილი არაა კოვიდუბანზე შეყვანილი ამომრჩეველი.
გლდანის 25-ე უბანზე კოვიდამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია არ არის მიწერილი სამაგიდო სიაზე.
თელავში 20-ე უბანზე კოვიდსიაში მყოფ პირს ხმა უბანზე მიაცემინეს.
თელავის, იყალთოს 51-ე უბანზე კომისიის მდივანი კოვიდინფიცირებულია, იმყოფება საარჩევნო უბანზე, და ამავდროულად შეყვანილია კოვიდსიაში და იქაც ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა.
თბილისის 106-ე უბანზე სამგორის საარჩევნო უბანზე, ცოლ-ქმარი, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებულები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე და უფლებამოსილებას ახორციელებენ.
ბაღდადში კოვიდუბანზე შეყვანილი ამომრჩეველი შეიყვანეს ასევე გადასატან საარჩევნო ყუთში და ორჯერ მიაცემინებენ ხმას.
ნაძალადევში 42-ე უბანზე ერთი და იგივე სურათი აღმოჩნდა ორ პირადობის მოწმობაზე, ანუ გაყალბებული პირადობის მოწმობით აძლევდა ხმას.
ქუთაისში, 59 უბანზე ფულით მოსყიდვის ფაქტები იყოო. კადრები არსებობს და მოგცემთო.
თელავში, სხვისი პირადობით ცდილობდა ამომრჩეველი ხმის მიცემას" ,- ამბობს ლევან ბეჟაშვილი.