ევროკავშირის ელჩი ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს. კარლ ჰარცელმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა ქართველმა ხალხმა თავად უნდა შექმნას პოლიტიკა.
„დღეს არის არჩევნების დღე და ამიტომ, ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე, მეც და ჩემნაირებმა, არამედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა. არჩევნების დროს, თუ რა ხდება და რა არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, წყვეტენ ისინი, ვინც მოვლენ საარჩევნო უბანზე და ვინც ხმას მისცემს თავიანთ კანდიდატს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა და ამით მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. ვიმედოვნებ, ამ შესაძლებლობას რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყენებს.
მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე, არჩევნების დღეს და მის შემდეგაც შეიქმნას დამაკავშირებელი ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება არჩევნების შედეგები, რადგან ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, რისთვისაც საჭიროა კონსოლიდაცია",- თქვა კარლ ჰარცელმა.