ზუგდიდში ე.წ. კარუსელის დატრიალებას გეგმავენ - ანი წითლიძემ გვარები დაასახელა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ ბრიფინგი გამართა და ზუგდიდის უბნებზე დაგეგმილ ე.წ. კარუსელებზე ისაუბრა. 

ბრიფინგზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იმ ადამიანების კონკრეტული სახელები და ასევე მანქანის ნომრები დააასახელა, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან და "კარუსელის დატრიალებას" ცდილობენ. 

"ფიზიკური დაპირისპირება გვქონდა ზუგდიდის მე-20 უბანზე, ასევე, ზუგდიდის 81-ე უბანზე, სადაც ჩვენს დამკვირვებელს, რომელიც შეეცადა საჩივრის დაწერას, გაარტყეს ხელი "ქართული ოცნების" დამკვირვებლებმა. ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებით ზუგდიდის 31-ე და მე-18 და სხვა უბნებზეც იქნებიან მობილიზებული და შეეცდებიან კარუსელის განხორციელებას და ვთხოვ ყველა ჩვენს წარმომადგენელს დააკვირდნენ ამ ადამიანებს: ბექა გასაშვილი, ლევან ბასარია, ალეკო გელენავა, შოთა ჭანტურია და ლაშა ცომაია. ასევე, ქალაქში გადაადგილდებიან მანქანები, რომლებიც ასევე ცდილობენ კარუსელის დატრიალებას. 

ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიციას და ვთხოვთ რეაგირებას. ასევე დაკავებულები არიან ჩვენი დამკვირვებლები ზუგდიდის მე-20 უბანზე: გიორგი მუმლაძე და სხვებზე ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ იცით, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი",- ამბობს ანი წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზუგდიდში მე-20 უბანზე სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, ამომრჩეველი 30-მდე ბიულეტენით მივიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი