რუსთავში 74-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე პირდაპოირ ეთერში სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით უბნიდან გაიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
პოლიციელებს მედიასთან არ განუმარტავთ რის გამო დააკავეს გიორგი კაპანაძე, რომელიც უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
საარჩევნო უბანზე გიორგი კაპანაძე აკაკი ბობიხიძესთან ერთად იმყოფებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, უბანზე ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ხდებოდა. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლის საარჩევნო ნომრებს იწერდა და ამ გზით არკვევდა იყვნენ თუ არა "ქართული ოცნების" პოტენციური ამომრჩევლები მისული უბანზე.
"კანონი იძლევა საშუალებას, რომ უბანი დაატოვებინონ, მაგრამ დააკავონ და საერთოდ ჩამოაშორონ არჩევნებს არანაირი ინტერპრეტაცია კანონის ამის საფუძველს არ იძლევა",- თქვა აკაკი ბობოხიძემ.
ცნობისთვის, რუსთავში "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები და პოლიტიკოსები იმყოფებიან ე.წ. ძველ ბიჭებთან ერთად.მათ შორის პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუაა და მიხეილ სარჯველაძეა. რუსთავში ჩასული "ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტები, კოორდინატორების მობილიზება და სხვა დარღვევები არ შეუმჩნევიათ.