მეც და ყველანი უნდა მივიდეთ და დავდგეთ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმა მივეცით და არ მივცეთ "ქართულ ოცნებას", რომ ზეწოლა მოახდინოს შიგნით, კომისიის წევრებზე, - ეს რუსთავის მერობის ოპოზიციის კანდიდატის, დავით კირკიტაძის პირველი განცხადებაა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ.
კირკიტაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საკუთარ საარჩევნო უბნებთან გამოვიდნენ და დაიცვან საკუთარი ხმები.
მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით, რას კადრულობდა "ქართული ოცნება" საარჩევნო უბნებთან, საარჩევნო უბნებში - უხეში კანონდარღვევა, ტოტალური კონტროლი ამომრჩევლის ნების, მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ რუსთავმა აჩვენა, რომ მოქალაქეები არიან აქტიურნი, მადლობა მათ. ახლა ჩვენ უბნების შიგნით, ჩვენი ცესკოს წევრები და დამკვირვებლები იბრძვიან.
"ქართული ოცნების" ხასიათი რა არის - დაიწყებენ ბიულეტენების გაუქმებას, დამკვირვებლების გამოძევებას, ხალხის მობილიზებას. ამიტომ მეც და ყველანი უნდა მივიდეთ და დავდგეთ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმა მივეცით და არ მივცეთ "ქართულ ოცნებას", რომ ზეწოლა მოახდინოს შიგნით, კომისიის წევრებზე, რომლებიც დილიდან ებრძვიან ამ გაყალბების მანქანას და მონსტრს, რომელიც შექმნა ოცნებამ. მადლობა თითოეულ ამომრჩეველს და მადლობა მედიის წარმომადგენლებს, - თქვა დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზე ისაუბრა მიმდინარე არჩევნებზე და თქვა, რომ არასოდეს არ მომხდარა ამხელა აქტივობა ყოფილიყო მეორე ტურებზე.
არასდროს არ ყოფილა, რომ ასეთი მობილიზებული ყოფილიყო ამომრჩეველი და ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ხდება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ ეს ხდება ეს ხდება მესამე პრეზიდენტის წინააღდეგ რომლის მიმართ მხარდაჭერა ამხელაა. თქვენ წარმოიდგინეთ სახელმწიფო მანქანა როდესაც განიზრახა მოქალაქის დაჩაგვრას, მას რას უზამს? ,- აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
იხილეთ ასევე: