თბილისში, დიდი დიღმის მე-40 საარჩევნო უბანზე ე.წ ზონდერ ჯგუფების მხრიდან ოპოზიციის დამკვირვებლებზე თავდასხმა მოხდა.
"ქართული ოცნების" აქტივისტები, საოლქო კომისიის დამკვირვებელს ფიზიკურად ვიდეოგადაღების დროს გაუსწორდნენ. კადრებში კარგად ჩანს,თუ როგორ ურტყამს ხელს ქართული ოცნების მხარდამჭერი დამკვირვებელს, ამ ფაქტის შემდეგ მასზე კიდევ რამდენჯერმე იძალადეს.
ნინია ცისკარიშვილი ღუდუშაურის კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა,რომ პოლიციამ დაზარებული გამოკითხა და მოძალადეებიც იდენტიფიცირებულები არიან, ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
" ე.წ ზონდერ ჯგუფები იყო კამერით ვიღებდი, ამაზე იყო რატომ მიღებო. შემომარტყა და ამბობდა გაგიგდებთო. კიდურებზე მაქვს ჩაქცევები და სილურჯეები, მხარზე მაქვს. ამ პიროვნებამ მხარში მომკიდა ხელი და მომიშორა და ამ დროს კედელზე მიმანარცხა, თავი მივარტყი და დავეცი, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა", - იხსენებს ნინია ცისკარიშვილი.
დაზარალებული, საოლქო კომისიის წარმომადგენელი "განათლების პროფესიული კავშირიდან" ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.