ქუთაისში 2 396 ბიულეტენია ბათილად ცნობილი - ხახალეიშვილმა დეკანოიძეზე 2 222 -ით მეტი ხმა მიიღო

გამოქვეყნდა:

ქუთაისში შემოსული არც ერთი საჩივარი არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს შედეგებზე - ამის შესახებ ცესკოში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

"ქუთაისში მოვიდა 69 871 ამომრჩეველი. აქედან მხარი 48,3% დაუჭირა ხატია დეკანოიძეს, 51,6% იოსებ ხახალეიშვილს. რაც შეეხება საჩივრებს კომისიაში შემოვიდა 16 საჩივარი, აქედან დიდი ნაწილი დაწერილია პროცედურულ გადაცდომებზე, დანარჩენი შემაჯამებელთან დაკავშირებით. ჩვენთან შემოსული არც ერთი საჩივარი არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს შედეგებზე",- ამბობენ ცესკოში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატზე, ხატია დეკანოიძეზე 2 222 ხმით მეტი მიიღო. ამასთანავე ცესკოს ცნობით, 2 396 ბიულეტენი ბათილადაა ცნობილი. რომ არა ბათილი ბიულეტენები, სავარაუდოდ, ქუთაისში სხვა შედეგი დადგებოდა. 

ამავე თემაზე:

ცესკო-ს წინასწარი მონაცემები - 4 თვითმმართველ ქალაქში ხმების 100% დათვლილია 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი