გადაჭედილი ტრანსპორტი და მგზავრების გაუკონტროლებელი ნაკადი - მერია ევროკავშირის ქვეყნების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონა ვირუსის აფეთქების წყაროდ შეიძლება იქცეს. კოვიდ 19-ის ახალი ფაქტების მიუხედავად, ტრანსპორტით გადაადგილება წესების დაცვის გარეშე ხდება და ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები მთავარ რეკომენდაციებსაც არ ითვალისწინებენ.  

ორთვიანი პარალიზების შემდეგ  დედაქალაქში მიკროავტობუსებმა, ავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა, თუმცა უსაფრთხოების რეკომენდაციები დაცული არ არის. ყველა მგზავრი ვალდებულია თან იქონიოს პირბადე და შეინარჩუნოს სოციალური დისტანცია. 

ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე მთავრობას ჰქონდა რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორისაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა; მძღოლის სივრცის მგზავრებისგან გამოყოფილი კაბინის მონტაჟი; დროებითი სტრუქტურის "მგზავრის დამხმარე პერსონალის" ჩამოყალიბება, რომელიც მგზავრებს რეკომენდაციებს გააცნობენ და მათ წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. თუმცა მთავრობას ეს რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია.  

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაკადს არავინ აკონტროლებს; ერთმანეთის გვერდში მჯდომი მგზავრები ზოგჯერ პირბადის სწორად გამოყენების წესებსაც არ იცავენ. 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შექმნილი სიტუაციას ექსპერტები სახიფათოდ მიიჩნევენ. მათი თქმით, ქვეყანა ვირუსის გამწვავების საფრთხის წინაშე დგას, რადგან ტრასპორტში ვითარება ახლა ისეთია, როგორიც პანდემიამდე იყო.

დღის ბოლოს გადატვირთული სამარშრუტო ტაქტები მოწმობს, რომ მერია მოქალაქეებს პანდემიასთან გასამკლავებლად კონკრეტულ და ეფექტურ გეგმას ვერ სთავაზობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი