"ეცნენ, გამოგლეჯვა უნდოდათ..." - გატაცების მცდელობა და ტერორი "ოცნების" კოორდინატორზე, რომელმაც გაყალბების სქემა ამხილა 

გამოქვეყნდა:

"არ გავაყალბე, ვერ შევძელი ამის გაკეთება. მომწერა, მაშინებენ და მაშანტაჟებენ, უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ გავამჟღავნებ ამ ინფორმაციას" - ქუთაისში, ენმ-ის დამკვირვებელი ყვება, როგორ შეეცადა "ოცნების"  ორი დამკვირვებელი, რომ კომისიის წევრი, რეგისტრატორი გაეტაცებინათ, მას შემდეგ, რაც მან გადაწყვიტა, რომ  ესაუბრა მისთვის მიცემულ საარჩევნო დავალებაზე.

დამიკავშირდა (იზა) გუშინ და მითხრა, მე თქვენ არ გიცნობთ, ძლივს მოგძებნე ინტერნეტსივრცეში და მინდა დამეხმარო, რადგან მაშინებენ, მაშანტაჟებენ. მე ვიყავი რეგისტრატორიო. მაშინებენ და მაშანტაჟებენ ეჭვი ეპარებათო, ვინაიდან არ გავაკეთე ის დავალებები, არ გავაყალბე და ვერ შევძელი ამის გაკეთება. უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ გავამჟღავნებ ამ ინფორმაციას, დამეხმარეთ.

დღეს სატელეფონო კომუნიკაციის დროს აშკარა იყო, რომ გვისმენდნენ ჩემი ხმა მიბრუნდებოდა. მითხრა, რომ მაგდონალდთან იყო. სადღაც 2 წუთში მირეკავს, რომ "მეუბნებიან ახლავე გამოდი, უნდა წამოგვყვე "ოცნების" შტაბში". ჩვეულებრივი მოტაცების სცენარი იყო. 

იზა დაიმალა "გრანდ მოლში", სავაჭრო ცენტრში. მეც შევედი და როგორც კი იზა დავინახე ამ დროს 2 წარმომადგენელი, რომლებიც არჩევნების დღეს ავანგარდში 90-ე უბანზე იყვნენ, მიცნეს. მეც ვიცანი და გავექანე იზასკენ.  

ეცნენ, გამოგლეჯვა უნდოდათ და ლამის გახლიჩეს ადამიანი შუაზე. მოვახერხეთ იმდენი, რომ მანქანამდე მივსულიყავით. უკვე ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იყო მოქცეული და ურეკავდნენ ოჯახიდან, რომ უკვე ბავშვებსაც აწუხებდნენ",- ყვება მარიამ ნემსაძე. 

გაყალბების შესახებ მიღებული დავალების დეტალები "ოცნების" კოორდინატორმა იზა ჩირგაძემ დღეს ენმ-ს ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა - ვცდილობდი, რომ გამეყალბებინა არჩევნები. მაძალებდა ქალბატონი ინგა - აცხადებს ის. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი