"ეს მთავრობა თუ დარჩება, ცოტა ხანში ალბათ, ფეხით ვივლით" - საწვავი კიდევ 4 თეთრით გაძვირდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 2 დღეში, საქართველოში ყველა ტიპის საწვავი გაძვირდა. ფასებმა კიდევ 4 თეთრით მოიმატა.

მოსახლეობაში ამბობენ, რომ საწვავის ფასის გაზრდა ავტომატურად იქონიებს გავლენას სხვა პროდუქტებზეც, რაც ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს და ამბობს, რომ მომავალში კიდევ შესაძლებელია საწვავზე ფასების მატება.

"საწვავზე ფასები ზრდის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ნავთობზე ფასები პერმანენტულად იზრდება. ეს მოცემულობა სამწუხაროდ საქართველოზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს და დიდ კომპანიებს ალბათ სამწუხაროდ, მოუწევთ ფასების კორექტირება მატებისაკენ. სამწუხაროდ, პროგნოზები ვერ იქნება ოპტიმისტური", - თქვა ვანო მთვრალიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი