საქართველოს ყველა რეგიონში გაზის ტარიფი იზრდება. სემეკის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ბუნებრივი აირი 6-დან 20 თეთრამდე ძვირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ადამიანების 1მ3 ბუნებრივი აირი - 95 თეთრის ნაცვლად 1.15 ლარი ეღირება.
სემეკის ინფორმაციით, მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაძვირება ფიზიკურ პირებზე არ აისახება.
„თბილისი ენერჯის“ მომხმარებლები 1მ3 ბუნებრივ აირში 1.10 ლარს იხდიან. მანამდე მოქმედი ტარიფი 86 თეთრი ღირდა.