ბოსტნეული და ხილი 43%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები 20%-მდე რძე, ყველი და კვერცხი 18 %-ზე მეტით, თევზეულის ფასი 16 %-ით გაიზარდა, ხორცის ღირებულება კი 11,2 %-ით არის მომატებული.

საერთო ჯამში, სურსათზე ფასი, 18%-ით გაიზარდა.

გაძვირდა ტრანსპორტიც, რომლის ღირებულებამაც 20%-ით იმატა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გაზრდილი ფასების სტატისტიკა, უახლოეს თვეებში უფრო დრამატულად შეიცვლება, რადგან ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს მიმართ ინტერესი მსხვილმა ინვესტორებმაც დაკარგეს. 

არჩევნების მეორე დღესვე საწვავის ფასი 4 თეთრით გაიზარდა.

საწვავის გაძვირებამ, გავლენა უკვე იქონია წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც ოქტომბრის თვეში 12.8%-ია, საერთო ჯამში კი ეს მონაცემები ოცნების მმართველობის პირობებში, უპრეცედენტოა.

თუ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის ტენდენცია გაგრძელდა, პრობლემების სია უფრო მეტად გაიზრდება, რადგან უახლოეს პერიოდში საპენსიო ფონდში მოქალაქეების თანხა მნიშვნელოვნად გაუფასურდება და სიბერის უზრუნველყოფას ვერავინ შეძლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი