"ყვარლის ედემი" ქართული ოცნების შემომწირველია - სანაცვლოდ კომპანია მსხვილ კონტრაქტებს იღებს

გამოქვეყნდა:

სასტუმრო "ყვარლის ედემის" მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20-23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს - სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ. 

„ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში.

შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

ამ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება.

მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება კორუფციის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი