ამ ქვეყანაში ჩაშლილის და ჩანაგავებულის გარდა რამე არი?! - მამა ათინოგენეს მონასტერში არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

სალხინოში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. სამართალდამცველები ბალდის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, მამა ათინოგენეს მონასტერში არ უშვებენ. ცოტა ხნის წინ პოლიციელებმა ტერიტორიიდან მისი გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, თუმცა მრევლმა ამის შესაძლებლობა არ მისცათ.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ მათ დილით ადგილზე მისული მეუფე სტეფანესთვის წირვის ჩატარებაში ხელი არ შეუშლიათ, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მონასტრიდან მაინც გააძევეს.

ამასთან, ადგილზე განვითარებული მოვლენების გამო ჩაიშალა სალხინოს მუსიკალური ფესტივალი "კამერატა", რომელიც მონასტრის ეზოში უნდა ჩატარებულიყო. 

"ჭკუასუსტები, უნამუსოები, არაადამიანები და არ ვიცი ვინ არიან. აქ მილიცია დგას, ჩამოყვანილები. ვიღაცეებს უშვებენ მონასტერში და ჩვენ არ გვიშვებენ. გზას ნუ კეტავო, იმგენისთვის გზა ღიაა, ჩვენთვის დაკეტილია. 

ყველაფერი ჩაშლილი არ არის?! ამ ქვეყანაში რა არ არის ჩაშლილი გამაგებინეთ, ამ ქვეყანაში რამე ჩაშლილის და ჩანაგავებულის გარდა იცით რამე?! რამე არი?!" - თქვა მამა ათინოგენემ. 

არსებული ინფორმაციით, ადგილზე სპეცოპერაცია ქუთაისიდან ჩამოყვანილმა სამართალდამცავებმა და ზუგდიდიან განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს დანაყოფებმა ჩაატარეს.

ამავე თემაზე: 

ავტორი: ემა გოგოხია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი