ქვეყანაში ხორბლის მარაგი საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული - ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული

მისი თქმით, მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადასვლის შემთხვევაში საქმე სასურსათო უსაფრთხოებას შეეხება.

„მარაგების მხრივ დღეს კატასტროფა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საყურადღებო პარამეტრებთან მიახლოებული. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, საით წავიდეთ.

რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე - გადავიდა იმპორტზე. ეს არის ძალიან საყურადღებო სიტუაცია. მთავრობის ყველა შტო საქმის კურსშია და უახლოეს მომავალში ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- ამბობს ლევან სილაგავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი