სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ, ქუთაისში დაკავებული "სირცხვილიას" აქტივისტების - მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, სამოქალაქო აქტივისტები უსაფუძვლოდ დააკავეს და ისინი უდანაშაულოები არიან. დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.
ცნობისთვის, მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები, მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი ბანერის ქალაქის ცენტრში, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულების ახლობლებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი სამტრედიის პოლიციაში ჰყავდათ გადაყვანილი.
ამავე თემაზე: