"3 საათი ვეძებდით, მიზეზი არ განუმარტავთ" - ქუთაისში დაკავებული 2 აქტივისტი სამტრედიის იზოლატორში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში გუშინ დაკავებული "სირცხვილიას" 2 აქტივისტი სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. აქტივისტები იმ დროს დააკავეს, როცა აქცია-პერფორმანსისთვის ემზადებოდნენ და ბანერზე წარწერას აკეთებდნენ, თუმცა მათთვის მიზეზი არ განუმარტავთ.

"დაკავებულები არიან მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, გუშინ ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიზე არიან ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსით დაკავებულები, მუხლი არ ვიცი, იმიტომ, რომ ჯერ მასალები არ გადმუციათ.

ბანერზე წერდნენ, წარწერას აკეთებდნენ, მაგრამ ის ბანერი არსად არაა გამოყენებული. უცნობია რატომ არიან დაკავებულები, მათთვისაც უცნობია, რადგან განმარტება არ აქვთ გაკეთებული. 3 საათის განმავლობაში ვეძებდით", - თქვა ადვოკატამა, ელისო დათუსანმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" რეპრესიებს აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს ქუთაისში უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს, თუმცა ფაქტზე სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი