"ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი და მარადონა, მაგრამ გვაქვს გული..." - ვილი სანიოლი წაგებულ თამაშებზე

გამოქვეყნდა:

ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი და მარადონა, მაგრამ გვაქვს გული. მოლოდინი და ამბიციები ზოგჯერ მაკვირვებს. ჯერ კოსოვოსთან მარცხს წარუმატებლობად გითვლიან, შემდეგ კი მასთან გამარჯვებას გილოცავენ - აცხადებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი შვედეთსა და უზბეკეთთან გასამართი შეხვედრების წინ გამართულ ბრიფინგზე:

"ძალიან დაგვწყდა გული კოსოვოსა და საბერძნეთთან საშინაო მატჩები რომ წავაგეთ. შეიძლებოდა მეტი გაკეთებულიყო, მათ შორის ფეხბურთელთა განწყობის კუთხით. კოსოვოს ნაკრების სიძლიერეზე არამარტო მოთამაშეებში, არამედ გულშემატკივრებშიც სხვა მოლოდინი იყო. უახლოეს დღეებში ყველას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინოს. უკანასკნელ შეხვედრებში, განსაკუთრებით კოსოვოში, გუნდის განწყობა კარგი იყო.

ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი და მარადონა, მაგრამ გვაქვს გული. მოლოდინი და ამბიციები ზოგჯერ მაკვირვებს. ჯერ კოსოვოსთან მარცხს წარუმატებლობად გითვლიან, შემდეგ კი მასთან გამარჯვებას გილოცავენ. 

არ მსურს ვისაუბრო, თუ რატომ არაა ესა თუ ის მოთამაშე გამოძახებული, ამას სხვადსხვა ფაქტორი განაპირობებს. სია დგება მოთამაშეთა და მეტოქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად"- ამბობს სანიოლი

ცნობისთვის, საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთთან 15 ნოემბერს გამართავს.  შეხვედრა გორში, 18:00 საათზე დაიწყება და მას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი