ვანო მაღალაშვილი გაიტაცეს სატელევიზიო ინტერვიუს გამო - ფავლენიშვილი 

გამოქვეყნდა:

პარლამენტის უკანა მხარეს, ჩიტაძის ქუჩაზე აქტივისტი ვანო მაღალაშვილი დააკავეს. დაკავებას წინ მაღალაშვილის მიერ მედიისთვის მიცემული კომენტარი უძღოდა. 

მაღალაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტებთან პარლამენტის უკან ბარიკადების სახით, ე.წ. რკინის კონსტრუქციებზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს კონსტრუქციას არტყამენ მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეშინებულია. 

აქტივისტი დაკავების დროს ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ფავლენიშვილი იხსენებს, რომ პოლიციელებმა მხოლოდ ერთი რამ თქვეს, რომ სატელევიზიო ინტერვიუსთვის უნდა გადაეყვანათ განყოფილებაში. 

"რეალურად ადამიანი გაიტაცეს სატელევიზიო ინტერვიუს გამო. ასეთი რამ მართლა არ გაუკეთებიათ, მე თვითონაც ვერ გეუბნებით ზუსტად რა მოხდა. ვერც მე მივხვდი, ვერც ვანო მიხვდა. უცებ მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს, რითი ახდენენ ამ დაკავების ლეგიტიმაციას არ ვიცი",- ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

ამავე თემაზე:  

ვანო მაღალაშვილი პოლიციამ გაიტაცა - სამოქალაქო აქტივისტები
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი