გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოქალაქეებს, რომლებსაც ექიმთან გეგმიური ვიზიტი ჰქონდათ, აღარ უშვებენ.
"მთავარის" ინფორმაციით ჰოსპიტალში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. უცნობია რა არის ამის მიზეზი.
შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სწორედ გორის ჰოსპიტალში იგეგმებოდა, თუმცა როგორც მოგვიანებით პენიტენციური სამსახურის განცხადებიდან გაირკვა, მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.