ნანუკა ჟორჟოლიანმა გლდანის ციხესთან საქართველოს ჰიმნი ჩართო, რასაც კრიმინალების შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გლდანის ციხესთან მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი ჩართო, რასაც კრიმინალების შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.  

ჰიმნის დასრულების შედეგ პატიმრები ისევ შეურაცხმყოფელ შეძახილებს იმეორებდნენ - ციხის ადმინისტრაციისთვის პატიმრების ასეთი ქმედება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ, ციხის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიმნის ჩართვა, კანონდარღვევა აღმოჩნდა.

სამართალდამცავებმა ჟორჟოლიანს მოუწოდებეს, რომ აპარატურა, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ჰქონდა მიტანილი, სასწრაფოდ წაეღო, რადგან, მათი თქმით, მისი ეს ქმედება კანონს ეწინააღმდგებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი