გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველები, ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი შევიდნენ. გლდანის ციხის პატიმრებმა ადვოკატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტერიტორიაზე ისმოდა ე.წ. შუმოკი - პატიმრების საკნებიდან ისმოდა გინება, შეძახილები, ამასთან, ისინი გისოსებს, სავარაუდოდ, მეტალის საგნებს ურტყამდნენ.
მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად, ადვოკატებთან ერთად ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელიც იმყოფება. ადვოკატები და ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი, მიხეილ სააკაშვილს გუშინ მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობაზე გამოკითხავენ.