ქუთაისი - გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშნენებლობაზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

აქცია ხარაგაულის გზაზე - ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. ხელფასის გაჩერების მიზეზი მათთვის უცნობია და არც ის იციან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვის უნდა მიმართონ. თებერვლის თვიდან დღემდე, მათ მხოლოდ ერთი თვის საფასური მისცეს. 

ქუთაისი-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულებს მუშაობა არც კორონა პანდემიის დროს შეუწყვეტიათ. გზას აგებდნენ საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიც და კომენდანტის საათის დროსაც. 

მუშებმა ხელფასის დაგვიანება გააპროტესტეს და გაიფიცნენ. რამდენიმე დღეში დაბრუნებულმა კი ნახეს, რომ მათ ადგილზე უკვე სხვები მუშაობდნენ. როგორც აღმოჩნდა, დამსაქმებელმა ისინი მალევე ჩაანაცვლა.

ასეთ ვითარებაში ოცდაათამდე მუშა აღმოჩნდა. მათ სამსახურიც დაკარგეს და ვერც შესრულებული სამუშაოს საფასურს იღებენ.

მუშები ირწმუნებიან, რომ ისინი კომპანია ,,აკორდმა'' დაიქირავა, თუმცა ამ ინფორმაციას კომპანიაში უარყოფენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი