გაზრდილი ფასები და ეკონომიკის კლება - ქვეყანაში ყველაზე სახიფათო კომბინაცია თამაშდება

გამოქვეყნდა:

ფასები ზრდის ტემპი ბოლო თვეების განმავლობაში იმდენად მაღალია, რომ შენელებულ ეკონომიკასთან ერთად, ეს შიმშილობის განაჩენია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის - მხოლოდ მაისში ინფლაციის დონემ ქვეყანაში 6.5%-ს მიაღწია. ეპიდემიის პირობებში 9 პროდუქტზე ფასების შენარჩუნების პირობა მთავრობამ ვერ შეასრულა - პრემიერ მინისტრის გაცემული ეს დაპირება, შესაძლოა, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

სურსათის გაძვირება ყველაზე მძიმედ მოსახლეობის ღარიბ ფენას დააწვება. მოსახლეობის ნაწილისთვის საკვები პროდუქტი საოცნებო ფუფუნებად იქცა. კორონა კრიზისის პირობებში დაახლოებით ნახევარი მილიონით გაიზარდა უმუშევართა ოდენობაც. მთავრობა კი მათ ან არანაირ დახმარებას უწევს, ან მხოლოდ მიზერულ დახმარებას იმეტებს.

ეკონომისტების აზრით, ხელისუფლების შეცდომების გამო, ქვეყანა სოციალური კატასტროფის წინაშე დგას. 

ფასების პირდაპირი ზრდა სასურსათო კალათაზე ნიშნავს, რომ სწორედ ის ადამიანები, ვისაც ქვეყანაში ყველაზე მეტად უჭირს, ამ ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხები დგება პირველ პლანზე, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი

2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 47%-ით გაძვირდა ხილი; 14%-ით მოიმატა ფასებმა ხორცზე, 9%-ით  პურპროდუქტებზე,  6%-ით გაძვირდა ჯანდაცვაც. თუმცა ეს კრიზისული  აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, რომელსაც ხელისუფლება ქმედითს ვერაფერს უპირისპირებს. 

პოლიტიკოსები მთავრობას გამოსავალს სთავაზობენ, ერთადერთი შეღავათი ქვეყნის ეკონომიკისთვის გადასახადების დაწევა იქნება. 

გაზრდილ ფასებს თან ერთვის ეკონომიკის კლება, რაც ყველაზე უფრო სახიფათო კომბინაციაა. ქვეყანაში  ყველაფერი გაჩერებულია, ადამიანები კარგავენ სამსახურს - ხოლო არსებობისთვის საჭრო ელემენტარული პირობები - საკვები, მედიკამენტები და საცხოვრებელი რიგითი მოქალაქეებისთვის სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი