ბლოკირებული სუს-ი - პოლიციამ აქცია- პერფორმანსის მონაწილეები რუსთავშიც დააკავა

გამოქვეყნდა:

რუსთავში პოლიციამ "გირჩი - მეტი თავისუფლების" 3 წევრი დააკავა. ისინიც იმ აქცია-პერფორმანსის მონაწილეები არიან, რომელიც დღეს დილიდან ქვეყნის 6 ქალაქში იმართება.

პარტიის წევრებს ავტომანქანებით ბლოკირებული აქვთ უსაფრთხოების სამსახურების შესასვლელები.

მოთხოვნები:

  • სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
  • რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
  • პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

პოლიციამ აქცია პერფორმანისას თელავში დააკავა ტორესა მოსი, ასევე ბათუმშია დაკავებული პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატი, ხოლო თბილისის სუს-ის შენობიდან, ევაკუატორით წაიყვანეს პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი