ბლოკირებული სუს-ი ბათუმში - "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი დააკავეს, გამოძახებულია ევაკუატორი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ბლოკურებულია ბათუმშიც, სადაც ცოტა ხნის წინ "გირჩი-მეტი თავისუფლების" პერფორმანსის ერთი მონაწილე, პარტიის მხრიდან ბათუმში მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე დააკავეს.

შენობის ცენტრალურ შესასვლელთან მანქანა დგას, რომელზეც წარწერებია - "ვთხოვთ პროპორციულ არჩევნებს" "მოვითხოვთ მიხეილ საკააშვილის გადაიყვანოთ მრავალპროფილურ კლინიკაში". მანქანას გვერდით შუშაზე მიმაგრებული აქვს ფურცელი წარწერით - "კომენტარს არ ვაკეთებთ, მიმართეთ პრეს-ცენტრს".

მანქანაში ზის თემურ გორაძე, მას პატრულმა მინის ჩამოწევა და გასაუბრება მოსთხოვა, თუმცა გორაძე კომენტარს არ აკეთებს. 

პარტია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია, ხელისუფლება კი არალეგიტიმური, ამიტომ მათ მოთხოვნებზე დამორჩილებას არ აპირებენ. პოლიციამ ევაკუატორი გამოიძახა, რომ ადგილიდან მანქანა გაიყვანონ.

ამავე თემაზე: 

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი