გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს - "ევროპა ჩვენი სახლია"

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლია" წერს. 

ორგანიზაციის შეფასებით, დამოუკიდებელი მონიტორების გარეშე დარჩენილი პროცესი პირდაპირი მნიშვნელობით დაბოქლომდა.

"წულუკიანის და მისი ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირის (მათ შორის იმ "ექსპერტების, რომლებიც ყველა ეტაპზე უარყოფდნენ არსებულ რეალობას) გარდა არავინ იცის რეალურად რა ხდება ბოქლომს მიღმა დამძიმებულ მდგომარეობაში მყოფი გელათის კედლებზე.

სამინისტრო მხოლოდ ზოგადი შინაარსის ცნობების გავრცელებით შემოიფარგლება, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე, ახალი იმპროვიზაციების შესახებ საზოგადოებას ვუყვებით, ბოქლომზე ჯერ არაფერი უთქვამთ!

ამჯერადაც ვითხოვთ დეტალური ინფორმაციის და ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელებას არსებულ მდგომარეობასთან და მიმდინარე დახურულ-დაბოქლომებულ პროცესთან დაკავშირებით!",- ნათქვამია განცხადებაში. 

 იხილეთ ასევე:

"გელათი ისევ დაკეტეს..ხარაჩოს წულუკიანი გუშაგობს" - თორნიკე ბარათაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი