"გელათი ისევ დაკეტეს..ხარაჩოს წულუკიანი გუშაგობს" - თორნიკე ბარათაშვილი

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელის, თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, გელათი ისევ დაკეტეს, ეზოში შესვლა შესაძლებელია, თუმცა ექსპერტების მისვლის შემდეგ, ბარათაშვილის ვარაუდით, ეზოც დაიკეტება. 

"გელათი ისევ დაკეტეს
ამჯერად ეზოში შესვლა ჯერ-ჯერობით დაშვებულია.

ექსპერტების მისვლის შემდეგ ალბათ მთლიანად მიაკეტავენ.

წულუკიანი ყველა ჯერზე საკითხის კიდევ უფრო გასაიდუმლოებას ცდილობს.

წინა შემთხვევაშიც და დღესაც განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელეს, რაც მივედით და არსებული სურათი ვნახეთ.

ვირეშმაკობის მიზეზი ნათელია.

კატასტროფას, რომელიც გელათს დაატეხეს თავს ექსპერტების ორჯერ ჩამოსვლამ ვერ უშველა და მათი ვიზიტების გახშირებას სახელმწიფოს მხრიდან რეალობის შეფუთვისა და საკითხის კიდევ უფრო გასაიდუმლოების ფონზე მომავალში უნდა ველოდოთ.

მთლიანად დახურულია ინფორმაცია მხატვრობის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

ხარაჩოს წულუკიანი გუშაგობს." წერს თორნიკე ბარათაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი