"კარი გამიღეთ, პასუხი გამეცით..." - გოგა ონიანის ჯანმრთელობის შესახებ "გორმედი" ენმ-ს ინფორმაციას არ აწვდის

გამოქვეყნდა:

გოგა ონიანი 12 საათზე მეტია კლინიკა "გორმედშია" მოთავსებული, თუმცა სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია არც მედიას და არც მის თანაგუნდელებს ინფორმაციას არ აწვდის. ენმ-ის წევრებს დღეს კლინიკის კარი ჩაუკეტეს.

"მოვედით, ვკითხულობთ და პასუხსაც არ გვცემენ, ასე უტიფრად არანაირი რეაქცია არ აქვთ. არც მიკვირს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს რომ ასე ექცევიან, წარმოიდგინეთ, ჩვენ, რიგით აქტივისტებს, რას გვიპირებენ",- ამბობს ონიანის მეგობარი. 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გოგა ონიანი გუშინ, გვიან ღამით, საავადმყოფოში გულის შეტევის ნიშნებით გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ, იზოლატორში წაყვანის დროს ის ცუდად გახდა და მისი ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო.  

ონიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სამართალდამცველებს ის გორის იზოლატორში გადაჰყავდათ და გზაში შეუძლოდ გახდა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში იწყება "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლების: ბადრი გრიგალაშვილისა და ზურაბ ხომერიკის სასამართლო პროცესი, რომელებიც სამართალდამცველებმა გორის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

ისინი სამმართველოსთან ავტომობილით იყვნენ გაჩერებულები ორი მოთხოვნით: მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნები. 

გირჩის აქტივისტებს გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება, მათ ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი