"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გოგა ონიანი, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, კლინიკა გორმედში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ ცოტა ხნის წინ გახდა.
ონიანთან იმყოფებოდა მისი უფლებადამცველი, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკოსს არასტაბილური სტენოკარდია აქვს.
გოგა ონიანი 10 ნოემბერს სუს-თან დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.