გელათის ტაძარი დაკეტილია - პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარს ბოქლომი ადევს.
დილიდან საკვირაო წირვა-ლოცვაზე მისულ მრევლს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა არ აქვს. ღვითისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არ შედგა საკვირაო ქადაგება.
ტაძრის ჩაკეტვის სავარაუდო მიზეზი რეაბილიტაციის დაწყებაა, თუმცა ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მე-16 საუკუნის ფრესკების ჩამოცვენამ შეუქცევად ხასიათი მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ტაძრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
გიდები ამბობენ, რომ იმერეთის მთავარ ტურისტულ ცენტრს ხელისუფლება როგორც საკუთრებას, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კეტავს.
"ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მთლიანად ტაძარია დაკეტილი, რომელიც 1923 წლის შემდეგ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. სამწუხაროა, რომ გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესები ერთი ადამიანის ინტერესებს ეწირება და არ არის ღია რა პროცესები მიმდინარეობს",- ამბობს ლაშა ბედიკაშვილი.
"ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ხარაჩოზე ისევ ცვივა და მოფენილია ფერწერული ფენით, შესაბამისად ამას მალავენ და ამიტომ არის დაბოქლომებული" - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, თორნიკე ბარათაშვილი.
ცნობისთვის, გელათში იტალიელი ექსპერტები მაისში იმყოფებოდნენ და დაასკვნეს, რომ გელათის მონასტერი საფრთხეშია.
ამავე თემაზე: