"დემურიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი უარს ამბობს კონსილიუმთან შეხვედრაზე... ეს დანაშაულებრივი ტყუილია" | ნიკა გვარამია 

გამოქვეყნდა:

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს მოქმედ კონსილიუმთან შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია უარყოფს და წერს, რომ ეს დანაშაულებრივი ტყუილია. 

ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილი მზადაა შეხვდეს მოქმედ კონსილიუმს, ვიდრე შეიქმნება კონსილიუმის გაფართოებული ფორმატი პარიტეტულ საფუძველზე.

"გავრცელებული ინფორმაციით. კოვიდი დაუდასტურდა ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას, რომელსაც გლდანში გადაყვანის დღიდან ინტენსიური კონტაქტი ქონდა მიხეილ სააკაშვილთან!

ps თამთა დემურიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი უარს ამბობს კონსილიუმთან შეხვედრაზე. აღნიშნული არის დანაშაულებრივი ტყუილი. სააკაშვილი მზადაა შეხვდეს მოქმედ კონსილიუმს, ვიდრე შეიქმნება კონსილიუმის გაფართოებული ფორმატი პარიტეტულ საფუძველზე",- წერს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი