საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ნიკა გვარამიას თქმით, დარასელიას მიხეილ სააკაშვილთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა.
SOS!!! გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას, რომელსაც გლდანში გადაყვანის დღიდან ინტენსიური კონტაქტი ქონდა მიხეილ სააკაშვილთან!
p.s თამთა დემურიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი უარს ამბობს კონსილიუმთან შეხვედრაზე. აღნიშნული არის დანაშაულებრივი ტყუილი. სააკაშვილი მზადაა შეხვდეს მოქმედ კონსილიუმს, ვიდრე შეიქმნება კონსილიუმის გაფართოებული ფორმატი პარიტეტულ საფუძველზე, - წერს ნიკა გვარამია.