მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მის მოსანახულებლად კონსილიუმის წევრი ექიმები აპირებენ შესვლას, მაგრამ პენიტენციური სამსახური ბარიერებს ქმნის. უწყების სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი მედიკოსებს ამჯერადაც ატყუებს და კონსილიუმის წევრ ექიმებს ეუბნება რომ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურს და თანახმაა მხოლოდ გაფართოებულ ფორმატზე.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამთა დემურიშვილი მედიკოსებს ატყუებს. მან პირველად კონსილიუმის წევრებს მაშინ მოატყუა, როდესაც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ექიმებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურდა, ამ დროს კი მესამე პრეზიდენტს გლდანის ციხეში გადაყვანას უპირებდნენ.
კონსილიუმის წევრი ჰემატოლოგი, ნინო შარაშენიძე ადასტურებს, რომ დემურიშვილმა მას ეს ინფორმაცია მიაწოდა, ამ ფაქტს ადასტურებს სატელეფონო ჩატში მინაწერიც.
კონკრეტულად ეს პოზიცია ქალბატონმა თამთამ ჩაწერა, ის არის ჩვენი ჯგუფის წევრი, ვინც გვაწვდის ინფორმაციას. იქვე ჩაწერა პირადმა ექიმმაც, რომ შევალ პრეზიდენტთან და თუ მზად არის შესახვედრად, შევიდეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ ველოდებით ბატონო ნიკა [ყიფშიძის] აზრის გამოტანას.კონკრეტულად ეს ინფორმაცია ქარლაბტონი თამთა არის იმ ჯგუფში ექიმების გარდა და სხვა არავინ არ არის, ვინც ჩაწერდა ამ ინფორმაციას, - ამბობს ნინო შარაშენიძე.
თავად დემურიშვილი კი ამტკიცებს, რომ "პირადად მე მითხრა ადამიანმა, ვერ ვხედავ აზრს ცალკე შეხვედრის ამ კონსილიუმთან, მინდა, შევხვდე შერეულ კონსილიუმს".
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი დიტო საძაგლიშვილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრაზე უარს ამბობს სიმართლეს არ შეესაბამება.
"არასწორია ინფორმაცია, რომ თითქოს, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს არ არის პირველი ტყუილი... ჩვენ მიჩვეულები ვართ პენიტენციური სამსახურის სამედიცნო დეპარტამენტის უფროსისგან ტყუილების მოსმენას. ახლა პირადი ექიმი მას შემდეგ, რაც მოინახულებს მას, დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას",- ამბობს საძაგლიშვილი.
რამდენიმე წუთის წინ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა.
იხილეთ ასევე: