ექიმების აქცია ზუგდიდში - მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანაა.
მედიკოსებმა დღეს სხვა კოლოგებსაც მიმართეს და ჰიპოკრატეს ფიცი შეახსენეს.
"ექიმებს ფიცი გვაქვს მიცემული რომ ავადმყოფი ვიხსნათ სიკვდილისაგან. რომ ვუყურებ როგორ კლავენ პრეზიდენტს, ერთი სული მაქვს გავუწიო დახმარება, ასეა ათასი ჩემი კოლეგა" - ამბობს ანზორ მელია, კარდიოლოგი.
შეგახსენებთ, ექიმები ქუჩაში დღეს ქუთაისშიც გამოვიდნენ და მესამე პრეზიდენტისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა მოითხოვეს -დღეს ექიმების დუმილი დანაშაულია - ამბობენ ისინი.