თეთრხალათიანების სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს - ექიმებმა ქუთაისში აქცია გამართეს 

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ექიმების ნაწილი მთავრობას განცხადებით მიმართავს - ისინი მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მედიკოსები ამბობენ, რომ დღეს ექიმების დუმილი დანაშაულია, მათ პრეზიდენტისა და პრემიერის სახელზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

"ჩვენი მესამე პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, 47-ე დღეა შმშილობს, ჩვენ ექიმები, ვუერთდებით ამ მიმართვას და მოვითხოვთ რაც შეიძლება სწრაფ რეაგირებას", - თქვა აქციის მონაწილემ. 

ექიმი, ირაკლი მერკვილაძე ამბობს, რომ ახლა ყოველ საათს და ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი