მავთულხლართები პარლამენტთან აღმართულ ჯებირებზე - სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან

გამოქვეყნდა:

„ფრთხილად ეზოში ავი ქოცია“, „ივანიშვილის ბოსტანი“ - ეს წარწერები სამოქალაქო აქტივისტებმა რკინის ჯებირზე გააკეთეს. ხელისუფლებამ ჯებირები სახელდახელოდ აღმართა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ და ტერიტორიას მავთულხლართები შემოავლეს. მათი თქმით, ასეთი ეკლიანი ზღუდე უფრო კარგად ასახავს იმ რეალობას რაც დღეს ქვეყანაშია, როდესაც ყველა ინსტიტუტი ოლიგარქის მიერაა ოკუპირებული.

სამოქალაქო აქტივისტების გარდა, პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ ასევე პოლიტიკოსები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, რკინის ფარდის აღმართვით მმართველმა გუნდმა ქვეყანაში არსებული რეალობა გამოხატა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება საზოგადოების აზრს აიგნორებს.

„ქართული ოცნების შიშის მონუმენტია ეს... პროპორციული არჩევნები, დასავლური სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლება და ოპოზიცია ყველა მთავარ მისწრაფებაში, რომელსაც მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი მოქალაქე, ამაზე შეთანხმება, ეს არის რეცეპტი, თუ არადა, ამ სამარცხვინო ისტორიას გავაგრძელებთ და წარმოიდგინეთ, ამაზე რას იტყვიან ევროპარლამენტარები“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

ხელისუფლების მიერ პარლამენტის წინ აღმართული რკინის ჯებირი, რომ ამ მთავრობის სიმბოლოა, ამაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე.

„ალბათ, რომ გვეფიქრა რთული იქნებოდა, მოგვეძებნა უკეთესი სიმბოლო დღევანდელი ქართული ოცნებისთვის, ვიდრე ეს კედელია, სიმბოლო ხელისუფლების, რომელიც იმალება საკუთარი ხალხისგან კედლის უკან. სიმბოლო ხელისუფლების, რომელიც კედლის უკან ემალება შვილმკვდარ მამას, რომელიც გამოძიებას და სიმართლეს ითხოვს და სიმბოლო ხელისუფლების, რომელიც ჩვენი დასავლელი მეგობრების კრიტიკისგან ცდილობს შემოღობოს თავის თავი ასეთი კედლის... ასეთი კედლები დიდხანს ვერ ძლებს, ვერც ეს ხელისუფლება ვერ გაძლებს დიდხანს კედლის უკან დამალული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი