ნინო ლომჯარიამ და ექსპერტთა ჯგუფმა გლდანის ციხე დატოვეს. როგორც სახალხო დამცველმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, ექსპერტებმა დასვეს ყველა ის კითხვა, რაც ჰქონდათ და შესაბამისი პასუხებიც მიიღეს.
ნინო ლომჯარიას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები, სავარაუდოდ, ხვალ მომზადდება.
კონკრეტულად მე არ ჩამიტარებია ექსპერტიზა... უბრალოდ გავცვალეთ ინფორმაციები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მე ვუთხარი, რომ შეიქმნა სახალხო დამცველის ეგიდით მსგავსი ჯგუფი, მაღალკვალიფიციური ექიმების შემადგენლობით, რომლებსაც ძალიან მალე ექნებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და რეკომენდაციები და ის იყო მოხარული ამ ინფორმაციებით, - ამბობს ლომჯარია.