"იზოლატორში ერთად ვიყავით, ჩემსავით, რაც ეცვა იმით იყო" - გაფრინდაშვილი გენადი ბესტაევზე

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ გატაცებული და შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გენადი ბესტაევის მდგომარეობა მძიმეა. ის მკურნალობას ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში აგრძელებს. საავადმყოფოში მის მოსანახულებლად წარსულში ასევე ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მივიდა.

"რომ დააკავეს იზოლატორში ერთად ვიყავით, ისიც ჩემსავით რაც ეცვა იმით იყო, მე რაც მქონდა ზედმეტი მივეცი რა თქმა უნდა, გავუნაწილე, ისევე, როგორც მე გამინაწილეს სხვებმა. მე როგორც ვიცი, აპენდექტომია გაუკეთეს მერე იქ, საავადმყოფოში იწვა, ნებისმიერი ავადმყოფი იქ  შეიძლება ითქვას, რომ 90% განწირულია სიკვდილისათვის, იმიტომ, რომ არ აქვს საშუალება მიიღოს კვალიფიციური მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თუნდაც ერთხელ იყო დაკავებული ოკუპანტების მიერ, პირველ რიგში მღებრიშვილს და გახელაძეს, მხარდაჭერა გამოხატონ. სახელმწიფო უშიშროებას და სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი მიზანი არ უნდა იყოს მარტო ერთ ადამიანი შიმშილობს თუ არა, სახელმწიფოს და მთავრობის მიზანია იზრუნოს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ის საქართველოს ტერიტორიაზე თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ბესტაევის ოჯახი პასუხისმგებლობას როგორც ქართულ მხარეს, ისე საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს. დამ, ნაირა ბესტაევმა დღეს არ გამორიცხა, რომ მდგომარეობის დამძიმება ცხინვალის ციხეში არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს და მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა, მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ის "შეიწყალა". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი