"ანალიზები საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზეა" - ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

ანალიზები საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზეა. ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ხშირად ასევე კრიტიკულ ზღვარზე გადადის - ეს განცხადება გააკეთა ექიმმა-ნევროლოგმა,  ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრმა, თენგიზ წულაძემ მიხელ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას.

წულაძე ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ჯგუფის წევრია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გუშინ მოინახულა. მედიკოსი დღეს ამბობს, რომ მე-18 დაწესებულებაში ისეთი პაციენტის მართვა, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ძალიან რთული იქნება 

"ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. თითოეული ექიმი, რომელსაც ვესაუბრეთ საკმაოდ კორექტული და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი რთული პაციენტი მართოს. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ" - აცხადებს ექიმი-ნევროლოგი, კომისიის წევრი თენგიზ წულაძე

სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი შეხვედრას მართავენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და N18 დაწესებულების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ექიმების ექსპერტთა ჯგუფი გუშინ, 16 ნოემბერს შექმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი