მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მონიტორინგის შედეგები- სახალხო დამცველი და ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი შეხვედრას მართავენ

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამ წუთებში სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი შეხვედრას მართავენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და N18 დაწესებულების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ექიმების ექსპერტთა ჯგუფი გუშინ, 16 ნოემბერს შექმნა. სამედიცინო კონსილიუმმა მესამე პრეზიდენტი გუშინ საღამოსვე მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის. ექსპერტების საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გასაჯაროვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი