"მიშა, მიშა" | მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შეძახილები რუსთავის ციხესთან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან შეკრებილები. ისინი სკანდირებენ - "მიშა, მიშა". 

გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში კი ამ დრომდე სამართალდამცველების მობილიზაციაა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი