
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი აზრი გაიზიარა ქალბატონმა ეკატერინემ" - ამის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ის პირველი ჯგუფი, რომელიც მკურნალობდა მიხეილ სააკაშვილს რუსთავის დაწესებულებაში, აბსოლუტურად იზიარებს რაც თავის ბოლო დასკვნაში უკვე ეწერათ,, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა. და ეს აბსოლუტურად შეჯერებულია. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს აზრი გაიზიარა ქალბატონმა ეკატერინემაც... მე მგონია, რომ ის ეთანხმება ჩვენს აზრს, - ამბობს გიორგი გრიგოლია.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი