
გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფება.
გლდანის ციხეში მოსანახულებლად იმყოფებიან ასევე დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.
მესამე პრეზიდენტს ხვდება მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.
მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.