საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ტრანსპორტირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას რეანომობილით, დღეს გადაიყვანენ.
მისი თქმით, ისინი წავლენ გორში და პირადად შეამოწმებენ, რომ მესამე პრეზიდენტი ნამდვილად გადაიყვანეს, იქამდე კი მოუწოდა ადამიანებს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულების ეზოში სიმრავლე არ იყოს, რათა შეფერხებები არ შეიქმნას.
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე თქვა, რომ დღეს ის კონტაქტურია და ამ ეტაპზე მძიმე გართულებები არ აქვს.
"მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, მე არ ვამბობ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მედიის გარდა მინდა, ვთხოვო ყველა დანარჩენს, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით. იმიტომ, რომ უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე.
ჩვენ ვერ მოვითხოვთ, ბუნებრივია, რეანომობილში ჯდომას, ეს შეუძლებელია და დასაშვებიც არ არის, მაგრამ მისი პირადი ექიმი, ქალბატონო გიული, რომელიც ახლა მოვა აქ, დარჩებიან მასთან ვიდრე გადაიყვანენ, შემდეგ ჩვენ წავალთ გორში და მოვახდენთ ინსპექტირებას მისი გადაყვანის, რომ დარწმუნებული რომ ვიყოთ, რომ იგივე არ მოხდა რაც წინა ჯერზე. ასევე, მის დაბინავებას პალატაში და შემდეგ დავტოვებთ გორს",- ამბობს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე დათანხმდა და მზად არის, შეწყვიტოს შიმშილობა.
ამავე თემაზე: