"თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გადაყვანისთანავე" | ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე", - ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

რამდენიმესაათიანი საუბრის და დეტალების გავლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია: იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე. ჩვენთვის ჰოსპიტალი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის აშენებულია, ვიცით, რომ მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ იქ მაღალკვალიფიციური ადამიანებიც არიან, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით, ჩვენ ამას ვერ დავადგენთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები და ეს, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეხება ყველა კონსილიუმის, რაც კი აქამდე შექმნილა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ასევე ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით. იმედი მაქვს, რომ მათი თანხმობაც იქნება.

მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ უკვე მისი დღის წესრიგი,  - ამბობს ნიკა გვარამია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი