გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ელოდებიან | ვითარება ადგილზე

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ელოდებიან. საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან მთლიანად გაყვანილია მანქანები და ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

პარალელურად, მობილიზებაა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, საიდანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი სავარაუდოდ სულ მალე უნდა გამოიყვანონ. 

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გადაყვანისთანავე".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი