გიული ალასანია, ნიკა გვარამია და ნიკოლოზ ყიფშიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდნენ. რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სწორედ გორის სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები სოფო ჯაფარიძე, გიორგი ჩალაძე. ასევე მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.
სავარაუდოდ, გორის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.
ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გადაყვანისთანავე".