"შიშის მონუმენტი" - პარლამენტის რკინის ფარდის აღმართვის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

რკინის ფარდა პარლამენტის წინ დიდ საპროტესტო ბანერად მალევე გადაიქცა. ადგილი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, სამოქალაქო პროტესტის მთავარი ეპიცენტრი იყო, დღეს აქტივისტებს გადაუკეტეს.

20 ივნისის სისხლიანი ღამის და პროტესტის სიმბოლო, დღეიდან, ხელისუფლების შიშის მონუმენტად იქცა - ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობასთან რკინის ღობე საკუთარი სურვილით აღმართა და რკინის ფარდით თვითიზოლაცია, უკვე ამ ფორმითაც დააკანონა. 

21 საუკუნის ბერლინის კედლად ქცეულ მწვანე ღობესთან, დღეს პოლიტიკოსები მთელი დღის განმავლობაში მიდიოდნენ და საკუთარი თვალით ამოწმებდნენ, რაზე შეიძლება წავიდეს შეშინებული ხელისუფლება. მმართველი გუნდის არაადეკვატურობის ამ ხარისხის დაჯერება, ხელისუფლების ოპონენტებსაც კი გაუჭირდათ. 

რკინის ფარდაზე საპროტესტო ბანერები და წარწერები არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც დატოვეს. „ეზოში ავი ქოცია“ - ამ პლაკატით კახი კალაძეს ალეკო ელისაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, კომუნისტური პარტიისდროინდელი ანალოგი შეახსენეს, რომელიც ისტორიაში დღემდე შავ ლაქად რჩება.

პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომლის საპროტესტო კარავი ხელისუფლებამ ნაგვის მანქანას 31 დეკემბერს გაატანა, ამბობს, რომ მის პროტესტს, ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის შიშის კედელი ვერ შეაჩერებს. 

რკინის ფარდას კი რკინის მავთულხლართები სამოქალაქო აქტივისტებმა შემოავლეს. სიმბოლურად, იმის გამოსახატად, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კი რუსი ოლიგარქის მიერაა ოკუპირებული. რკინის კედელი, საპროტესტო სტიკერებით და წარწერებით გააფორმეს ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა.

ადგილი, სადაც ბოლო ათწლეულებია, საქართველოს უახლესი ისტორია იწერება, სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობა ახალ ათვლას იწყებს, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი